დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები დაიწყო

0

მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიურ წამლობა სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონების შემდეგ  სოფლებში მიმდინარეობს:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: სოფ. ცაიში, სოფ. შამგონა

ხობის მუნიციპალიტეტი: სოფ. საგვიჩიო

სენაკის მუნიციპალიტეტი: სოფ. დიდიხორში,სოფ. მენჯი

აბაშის მუნიციპალიტეტი: სოფ. კეთილარი, სოფ. პირველი მაისი,სოფ. სუჯუნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: სოფ. ნიგოითი,სოფ. ქვიანი, სოფ.ჯაპანა

ვანის მუნიციპალიტეტი:სოფ.ზედა მუქედი, სოფ.კუშუბაური, სოფ. ციხესულორი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი: სოფ. ტოლები, სოფ.დაბლაგომი, სოფ.საჯავახო

სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.

უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ხდება  მოსახლეობის ინფორმირება, ინფორმაცია ვრცელდება  მედიის საშუალებითაც.

ამასთან სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან  სკებიდან ფუტკარი!

ქიმიურ წამლობის არეალი   და ვადა   მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს  ქიმიური  დამუშავება იმ ფართობების, სადაც  დამჭერებზე  მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში. ასევე დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: parosana.ge