ძველ სენაკში რვასაუკუნოვანი ჭადრის დღე აღნიშნეს

0

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეა’’-ს ინიციატივით, დღეს, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცნობილი რვაასწლოვანი ჭადრის დღე აღინიშნა. ღონისძიებას, რომელიც პროექტის – ,,ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის’’ ფარგლებში განხორციელდა, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი სენაკის ცენტრში, ქალაქის პირველი და ძველი სენაკის საჯარო სკოლების ეკოკლუბის წევრებმა მუსიკალურ-მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს და შეჯიბრი გამართეს ჭადრაკსა და ფრენბურთში. აღსანიშნავია, რომ ყოველი წლის 26 აპრილს, რვასაუკუნოვანი ჭადრის დღის აღნიშვნა ძველ სენაკში ტრადიციად დამკვიდრდება.