„ენგურჰესი“ სრული დატვირთვით  ამუშავდა

0

„ენგურჰესი“ სრული დატვირთვით  ამუშავდა.  ჩაირთო 2 აგრეგატი, დღეს კიდევ – ერთი, საღამოს კი მე-4 აგრეგატიც და ჰიდროელექტროსადგურის მუშაობა სრულად აღდგა.

შეგახსენებთ, საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ ავარიულად 24 მაისის 20:11 საათზე გაითიშა. ამან გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დეფიციტის შევსება იმპორტით მოხდა.