გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

0

ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.როგორც სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადს, შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საუბარი შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხსა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ უკანონო ფაქტებს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა მონაწილეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.