ხმაურიანი აქცია ზუგდიდში – რას ითხოვენ მძღოლები?

0

ზუგდიდი-თბილისის და სხვა მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც მძღოლებსა და დისპეჩერს შორის დაპირისპირება მოხდა.

დისპეჩერმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისა და სამუშაოს შესრულებისკენ მოუწოდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ. დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ზუგდიდის სამმართველოში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს, ისინი კვლავ უცვლელია, მძღოლები ზუგდიდში თურქული სატრანსპორტო კომპანიის „მეტროს“ შესაძლო შემოსვლას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, კომპანიის შემოსვლის შემთხვევაში სამსახურს დაკარგავენ, რომელიც მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა.