ლაშა გოგია პარტიის აქტივს შეხვდა

0

მ.პ.გ. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგიამ აქტივთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. „დღეს პარტიის აქტივთან შეხვედრის პირველი ეტაპი გაიმართა, მეორე ეტაპი კი ხვალ გაგრძელდება.

“აქტივისგან წამოჭრილი პრობლემები და მიღებული ინფორმაცია გაანალიზდება მ.პ.გ. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რათა ერთობლივად მოვძებნოთ გზები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ამასთან ერთად, ვცდილობთ გავაკეთოთ მონახაზი წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, რათა საპრეზიდენტო არჩევნებს შევხვდეთ ორგანიზებულად და ოპერატიულად. სწორედ ამიტომ ვაპირებთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ტრადიციად ვაქციოთ და არანაკლებ თვეში ერთხელ გავმართოთ“ – აღნიშნა ლაშა გოგიამ.

აქტივთან შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება მპგ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საოლქო ორგანიზაციის შტაბში, მისამართი: ზუგდიდი, მეუნარგიას 17. შეხვედრა დაიწყება 12:00 სთ-დან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრები და შტაბის ხელმძღვანელიები.