მარტვილის გამგეობის თანამშრომელი ჟურნალისტს თავდასხმაში ადანაშაულებს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი, კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია საინფორმაციო სააგენტო smo news-თან მოკლე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის თანამშრომელი ლელა ფაილოძე თავს მას დაესხა. წოწერიას განცხადებით ფაილოძემ ცემა დაუწყო ხალხის თანდასწრებით და მაისური შემოახია.

“ის თავად დამესხა თავს და ხალხის თანდასწრებით მაყენებდა შეურაცყოფას. მაისური შემომახია და დასისხლიანებული მიმიყვანეს პოლიციის შენობაში. ამაზე მეტ კომენტარს ამწუთას ვერ გავაკეთებ”-აცხადებს მურმამ წოწორია.

თვითმხილველები smo news-თან ადასტურებენ, რომ ლელა ფაილოძე მურმან წოწორიას მანქანასთან მივიდა და გამგეობის თანამშრომელს ლანძღავდა. შემდეგ ფაილოძე წოწორიას ფიზიკურად გაუსწორდა.

“ეს ხდებოდა ხალხის თანდასწრებით. ფაილოძე საშინლად კიოდა. მან ფაქტიურად მურმან წოწორია მანქანიდან გადმოათრეია და ცემა დაუწყო. მაისური შემოახია და გასაშველებლად რომ მივედით მურმან წოწორია დასისხლიანებული იყო. ის უცებ წავიყვანეთ პოლიციის შენობაში”-აცხადებენ smo news-თან თვითმხილველები.

როგორც smo news-მა გაარკვია ლელა ფაილოძეს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში ზაალ გოროზიას კლანი პატრონობდა. წყაროს ცნობით ყოფილ ჟურნალისტს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბისგან სპეციალური დავალებები ჰქონდა მიღებული დესტაბილიზაციის გამოსაწვევად. თვითმხილველთა განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, ასევე ქალაქის ცენტრში, ლელა ფაილოძე მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეს ასევე საცემად გამოეკიდა.

ცნობისათვის, ლელა ფაილოძემ რამდენიმე წუთის წინ მედიასაშუალებებთან განაცხადა, რომ მას მარტვილის გამგეობის თანამშრომელი მურმან წოწორია თავს დაესხა. მარტვილის პოლიციაში აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია საქმე.