მარტვილში არსებულმა საკვირაო სკოლამ ღონისძიება გამართა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივში“ საკვირაო სკოლამ ღონისძიება გამართა. საკვირაო სკოლის აღსაზრდელება და საკვირაო სკოლის მეგობრებმა მხატვრული და მუსიკალური ნაწარმოები წარმოადგინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი გიორგი გოროზია, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი ყურუა, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი სოფიო გაბისონია.

მერიის და საკრებულოს ხელმძღანელმა პირებმა საკვირაო სკოლის იუბილარ მოსწავლეს დაბადების დღე მიულოცეს და აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს. ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი ერთი თვის თანამდებობრივ სარგოს სრულად ჩაურიცხავს საკვირაო სკოლას.