მერია სოციალურად დაუცველ 30-მდე ოჯახს სახლს აუშენებს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელსაც აგრძელებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს ახალ სახლს აუშენებს, ხოლო წლის ბოლოს საცხოვრებელ ფართს 30-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს. ,,ერთი თბილი ოთახის“-ს პროგრამაში კი 20 ოჯახი ჩაერთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება, კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ კი პრიორიტეტული ოჯახები გამოვლინდება.

აღნიშნული პროექტი განხორციელდება მუნიციპალიტეტიის მასშტაბით.
კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

აღნიშნული პროგრამისთის მიმდინარე წელს 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტისთვისაა გათვალისწინებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.