მიქავას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განახლდა

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის მოადგილე გიორგი ლუკავამ მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საავტომობილო გზის განახლებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

მიქავას ადმინისტრაციული ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (6.1) კმ-ზე მანძილზე მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, რომლის ოდენობა შეადგენს 2 386 378 ლარს . სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ წალენჯიხის საგზაო სამმართველო“.

მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი. პროექტი 2018 წლის ივნისში დასრულდება.