მხიარული სტარტები მარტვილში

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ N 2 საბავშვო ბაღში მხიარული სტარტები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ 5-6 წლიანთა ჯგუფის აღსაზრდელები და მშობლები.

მხიარულ სტარტებს ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი გიორგი გოროზია, კეთილმოწყობის ცენტრის დირექტორი დავით თოდუა, სკოლამდელი დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ირმა გაბისონია და ცენტრის ადმინისტრაცია.

მხიარულ სტარტებში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ “მზე” და “ცისარტყელა” ეჯიბრებოდნენ. შეჯიბრებაში გამარჯვებული საპატიო სტუმრებისგან შემდგარმა ჟიურის წევრებმა გამოავლინეს. მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.