ფოთის მერიის სერვისების ცენტრმა საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ყვავილები დარგო

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრმა საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ყვავილები დარგო.

რუსთაველის რკალსა და აღმაშენებლის ქუჩაზე სხვადასხვა ფერის პეტუნიები, სალვიები, ბეგონია, იმპატიენსი, ცინერარია, ტაგეტესი, პორტულაკი და სხვა ყვავილები,სულ 4500 ძირი დაირგო.