ფოთში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მამაკაცს დაეჯახა

0

ფოთში, ნაბადას უბანში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა. სასწრაფო სამედიცივო დახმარების სამსახურმა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანა, რომელიც შემოყვანისთანავე გარდაიცვალა.

ექიმების შეფასებით მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მეხუთზე ნაწილით მიმდინარეობს.