ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

0

ფოთში ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობით დაიწყო. ამ ეტაპზე სამუშაოები რუსთაველის რკალის მიმდებარედ მიმდინარეობს, სადაც ძველი ბორდიურების ნაცვლად, ახალი ფილები იგება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მ.გ.მ“ აწარმოებს. პროექტით ფარნავაზ მეფის ქუჩის კეთილმოწყობა სამეგრელოს მოედნამდე არის გათვალისწინებული.
სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.

პროექტის ღირებულება 365.670 ლარია.