ქალაქ მარტვილში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა ქალაქ მარტვილში ოქტომბრის და ნ. გეგიას ქუჩებზე ასფალტობეტონის საფარის დაგების სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი ასევე მოიცავს თამარ მეფის, შეროზიას, წერეთლის, დადიანის და კალინინის ქუჩების რეაბილიტაციას. ჯამში დაიგება 3 500 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 607 995 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მარტვილავტოგზა“ ასრულებს.

ქალაქ მარტვილში შიდა საავტომობილო გზების ა/ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.