რას გეგმავენ სოფო ნიჟარაძე და “მხოლოდ ქართულის” ფინალისტი საბა კემულარია?

0

მუსიკალურ პროექტ “მხოლოდ ქართულის” ფინალისტი საბა კემულარია და მომღერალი სოფო ნიჟარაძე მალე სავარაუდოდ ერთობლივ სიმღერას ჩაწერენ. ამის შესახებ სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და საბა კემულარიასთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი ატვირთა.

“ძააალიან კარგი ამბავი! დიდი ალბათობით, უნდა ველოდოთ სოფოსა და საბა კემულარიას დუეტს! თანაც მალე. მათი ხმები ძალიან მოუხდება ერთმანეთს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?”-ნათქვამია სოფო ნიჟარაძის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე.