რეგ ფონდიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში 68 მიმიდნარე და დასრულებული პროექტია

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, დაგემილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და არსებულის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

2018 წელს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტები ფონდიდან დასრულებული და მიმდინარე პროექტების რაოდენობა ამ ეტაპზე 68-ს შეადგენს, უახლოეს პერიოდში კი პროექტების რიცხვი გაიზრდება. გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე.

მერების ინფორმაციით ფაროსანსთან ბრძოლის სამუშაოები ეფექტურად მიმდინარეობს.

“დღეს პირადად ვიმყოფებოდი ფაროსანასთან ბრძოლის საკოოორდინაციო შტაბში, სადაც დეტაურად გავეცანი შედეგებს, გვაქვს ძალიან კარგი შედეები და მაქსიმუმს აკეთებს სურსათის ეროვნული სააგენტო, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. მათი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია და ფაროსანასგან მიყენებული ზარალი არის მინიმუმადე დაყვანილი, ეს არის კოორდნირებულად მუშაობის კარგი შედეგი” – განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ლევან შონიამ რეგიონის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონებში დაგეგმილი ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები განიხილა. ლევან შონიას განცხაებით კულტურული და გასართობი ღონისძიებებით რეგიონი წელს ყველაზე მეტად დატვირტულია:

“იმართება ძალიან ბევრი ფესტივალები, კონცერტები, სხავადსხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები, წარმატებით ჩატარდა ფესტივალი “გზა ერთობისკენ – რუხი 2018″, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩვენთვის ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი დებისა და ძმებისთვის. რეგიონის კულტურული და გასართობი რონისძიებების კალენდარი საკმაოდ წარმომადგენლობითია. ჩვენ ვეცადეთ მთელი ზაფხული და სექემბერი მაქსიმალურად დატვირტული ყოფილიყო მსგავსი ღონიძიებებით, რაც შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით მიმდინარეობს. 23-26 აგვისტოს კი ანაკლია ახალ მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით, ამიტომაც მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება” – განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.