რუხის სავაჭრო ცენტრმა Bavaria-ს ლუდის ფესტივალს უმასპინძლა

0

ფესტივალი „გზა ერთობისკენ – რუხი 2018“ – ის ფარგლებში, რუხის სავაჭრო ცენტრმა Bavaria-ს ლუდის ფესტივალს უმასპინძლა.ფეტივალზე სხვადასხვა პრიზებთან ერთად ბავარიის სამშობლოში, ამსტერდამში მოგზაურობის სრული პაკეტი გათამაშდა. ასევე ღონისძიების ფარგლებში ჯგუფ „ვაკის პარკის“ კონცერტი გაიმართება.

ცნობისთვის, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე ტერიტორიაზე ფესტივალი ,,გზა ერთობისკენ-რუხი 2018″ 14 ივნის გაიხსნა. ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. ასევე იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური კონცერტები, შეჯიბრებები, ფილმის ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.

,,გზა ერთობისკენ -რუხი 2018″ ,,რუხის სავაჭრო ცენტრის” ინიციატივით ხორციელდება, რომელიც საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიაა.