სამეგრელოს გუბერნატორი 300-ზე მეტ  სოციალურად დაუცველ ბავშვს განმუხურის აკვაპარკში ეპატიჟება

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის  ინიციატივითა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით, კვირას, 1 ივლისს ანაკლისს აკვაპარკში, სოციალურად დაუცველი ბავშვები დაისვენებენ. აკვაპარკი მოზარდებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან უმასპინძლებს. მთელი დღის განამვლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები ჩატარდება.

300-ზე მეტ  სოციალურად დაუცველ ბავშვს გამაგრილებელი სასმელებით ,,კოკა-კოლა”, ხოლო ნაყინით „გურჯაანის ნაყინი“ უზრუნველყოფს.

მსგავსი აქციების ჩატარებას გუბერნატორის ადმინისტრაცია და განმუხურის აკვაპარკი  სეზონის განმავლობაში გეგმავენ.