სამეგრელოს საოლქო პროკურატურაში გიზო უბილავას ილია ჯალაღანია ჩაანაცვლებს

0
IF

საინფორმაციო სააგენტო smo news-ის წყაროს ცნობით თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა გიზო უბილავამ, რომელიც საქმიანობას თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურატურაში პროკურორის თანამდებობაზე განაგრძობს. გიზო უბილავას სამეგრელოს საოლქო პროკურატურაში ილია ჯალაღანია ჩაანაცვლებს, რომელიც ამ დრომდე პროკურორის თანამდებობას იკავებდა ქალაქ ქუთაისში.