სენაკის მერი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს შეხვდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ქალაქ სენაკში, რუსთაველის ქუჩა №44-ში, ყოფილი მე-3 არასრული სკოლის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, აქ მცხოვრებთა მოთხოვნის შესაბამისად, თანამედროვე სტილის ლითონის ღობით შემოკავდება საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რაც ეზოს კეთილმოწყობის შესაძლებლობას, დაცულობისა და სიმყუდროვის გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.