სენაკის მერი სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სენაკის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი გიორგი ხარგელია გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს საქართველოში თამარ სანიკიძეს, ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წარმომადგენელს, აგროსახლის ხელმძღვანელს მაია მიქაიას და სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველოს უფროსს გიორგი ქვარაიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიულ განვითარებას, გადამზადებას და ფერმერთა საკონსულტაციო ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. ასევე, მოსწავლეების აგრარული მიმართულების პროფესიებით დაინტერესების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა პროექტის განხორციელების შესაძლებლობას, რომელიც უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე სადემონსტრაციო-სასწავლო ნაკვეთების მოწყობას.

მუნიციპალიტეტის მერმა აგრარული პროფილით პროფესიული კადრების მომზადების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, ზემოთქმულ პროექტში აქტიური ჩართულობისთვის მზაობა გამოთქვა.