სოფელ კურზუში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტში კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში დაწყებითი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენდება სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ მერის წარმომადგენელთან გენადი კვაშილავასთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ღირებულება შეადგენს 443 599 ლარს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს.

პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.