სოფელ ლეწურწუმეში ასფალტო-ბეტონის გზა იგება.

0

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა,მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს თეიმურაზ მალანიასთან ერთად, სოფელ ლეწურწუმეში მიმდინარე საგზაო ინფრასტრურის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათვალიერეს.

ნაკიფუ-ჩხოროწყუ-ლეწურწუმეს საავტომობილო გზის 3 კმ. მონაკვეთზე ასფალტო – ბეტონის საფარი დაიგება. პროექტი ითვალისწინებს, ასევე, ეზოში შესასვლელების, მიერთებების, წყალამრიდი მილების, ბეტონის კიუვეტების, გაბიონების მოწყობას და ახალი ხიდის მშენებლობას.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2 396 069 ლარით ფინანსდება. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.