სოფელ პალურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

0

საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო (EIB) დაფინანსება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად . ამ თანხებიდან დაიწყო „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პალურის გზის სრული რეაბილიტაცია“.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია შპს „ ბლექსიგრუპი“.

სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს-3.678.193.77ლარს.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ და მერის მოადგილე გიორგი ლუკავამ.