სოფელ წაჩხურუში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, წაჩხურუს უბანში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს (IV ეტაპი).

პროექტის ფარგლებში დაიგება 1 429 მეტრი ასფალტო ბეტონის საფარი. პროექტი ასევე მოიცავს, გრუნტის კიუვეტების, ღია წყალმიმღები ბეტონის ცხაურის, მიერთებებზე ლითონის მილების და გზის დამცავი საყრდენი კედლის მოწყობას, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მოედანი თავისი მისასვლელებით.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად გაეცნო.

პროექტის ღირებულება 378 059 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სს ,,არქეოპოლისი“ ასრულებს.

ამ ეტაპზე დაგებულია ასფალტო ბეტონის საფარის პირველი ფენა.

წაჩხურუს გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.