სოფლის მაჟორიტარი – აქცია უშაფათში “ნაციონალების” ორგანიზებული იყო

0

საპროტესტო აქცია გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ და სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდისა და შიდა სასოფლო გზების აღდგენას ითხოვენ.

ადგილზე სენაკის საკრებულოს წევრი, ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან გაბელია მივიდა. მისი ინფორმაციით, პროექტი უკვე მზადაა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დაიწყება.

ლევან გაბელიას განცხადებით ადგილობრივი მოსახლეობისგან საინფორმაციო საშუალებებმა მხოლოდ ცალმხრივი კომენტარები ჩაწერეს, რითაც თავად დეპუტატი უკმაყოფილოა.

“საპროტესტო აქციაზე სულ ათამდე კაცი იყო და აღნიშნული აქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო ორგანიზებული. მამაკაცები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ერთ-ერთს იქვე, მინდორზე დაეძინა.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მედიაშაშუალებებმა ტენდენციურად გააშუქეს ყველაფერი.როცა ის ფღა, რომელიც აქციაზე იყო გამოყვანილი, ამბობს, რომ არაფერი არ კეთდება სოფელში და არც სამუშაოები ტარდება, სინამდვილეს არ შეესაბამება. პირიქით, სოფელში მოყვანილია სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალაც, რომლებიც ათარებენ გაწმენდით სამუშაოებს. თავად მერიც იყო სოფელში მოსული და პროცესებს თავადაც ესწრებოდა. ამიტომაც სიცრუის ტირაჟირება ვნებს საერთო საქმეს და ჩიხში შეჰყავს საზოგადოებაც”-აღნიშნა უშაფათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან გაბელიამ STV NEWS-თან სატელეფონო საუბარში.