თენგიზ ჯგუშიას ზუგდიდში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს

0

ზუგდიდში მიმდინარე სოლოდარობის აქცია ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. ისინი ითხოვდნენ პოლიტიკოსებს განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა ,,სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სიტყვით მაინც გამოვიდა.

მანამდე ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან თენგიზ ჯგუშიას აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოლიდარობის აქციაზე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეიკაოს თავი პოლიტიკური განცხადებებისგან.