წალენჯიხაში ფერისცვალების ტაძარში წმ. ნინოს ფრესკა აღმოაჩინეს

0

წალენჯიხაში ფერისცვალების ტაძარში წმ. ნინოს ფრესკა აღმოაჩინეს. სასულიერო აკადემიის ხატწერის კათედრის გამგე პროფესორი მერაბ ბუჩუკური ამბობს, რომ დღევანდელი აღმოჩენა რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. უმთავრესი კი ის არის, რომ ფრესკა მეთოთხმეტე საუკუნეში ბიზანტიელი ხატმწერის მიერ არის მოხატული.

„წმინდა ნინოს ფრესკები საქართველოს ტაძრებში 12-ე, 13-ე საუკუნეებამდე არ გვხვდება. დადასტურებულად აქედან მხოლოდ ორი შემთხვევაა, დანარჩენი კი ვარაუდები. ამ შემთხვევაში დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრესკა ბიზანტიელი ხატმწერის კირ მანუელ ევგენიკოსის მიერ 1384-96 წლებში არის შესრულებული. ასევე, წმინდა დედები, სადაც მე მინახავს, არსად არ არის გამოსახული წიგნით ხელში, წმინდა ნინო კი წიგნითაა, რაც ნიშნავს, რომ ის ქართველთა განმანათლებელია და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არ არის ვარაუდი, რასაც ნათლად ადასტურებს ასომთავრულით შემორჩენილი წარწერა „წმინდა ნინო“.