წალენჯიხის გამგებელი გოგა გულორდავა სექტემბრის დასაწყისში თანამდებობას დატოვებს

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგო გულორდავა თანამდებობას სექტემბრის დასაწყისში დატოვებს. ამის შესახებ მან smo news-ს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა. გოგა გულორდავას განცხადებით გამგებლის მოვალეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მისი პირველი მოადგილე, გიორგი ლუკავა შეასრულებს.

“როგორც კი ოფიციალურად დავრეგისტრირდები ცესკოში, გადავდგები თანამდებობიდან. გამგებლის მოვალეობას კი კანონმდებლობის შესაბამისად ჩემი პირველი მოადგილე, გიორგი ლუკავა შეასრულებს”,-განაცხადა გოგა გულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართულმა ოცნებამ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგა გულორდავა დაასახელა.