ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არიან დაშავებულები

0

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ კიროვთან რამდსენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სწრაფი სიჩქარით მიმავალი უცხოური წარმოების ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ერთ-ერთი მოსახლის ეზოში ჩავარდა.

ადგილზე მოსულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადან ავტომანქანის მძღოლი და თანმხლები პირი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.