ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია ზუგდიდელებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია ზუგდიდის მოსახლეობას დამდეგ შობა ახალ წელს ულოცავს. თოლორაიამ მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ განათავსა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს. გასული წელი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩავატარეთ ნამდვილად დემოკრატიული და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით დემოკრატიის გზაზე.

გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, საჭიროებები და პრობლემები თუმცა მჯერა რომ 2017 წელი წინსვლისა და გაძლიერების წელი იქნება!

ვულოცავ ახალ წელს ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, ჯარისკაცებსა, პოლიციელებს, ყველას, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს სამშობლოს.

ასევე, განსაკუთრებულად მინდა, მივულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფებიან. ვუსურვებ სამშობლოში დაბრუნებას და აქ ცხოვრების ღირსეულად გაგრძელებას.

შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს. მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვძებნით საერთო ენას და აღვადგენთ ურთიერთობებს და ერთად ვიზეიმებთ დღესასწაულებს.

საუკეთესო სურვილებით მინდა მივულოცო ახალი წელის დადგომა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებულად კი ჩემს ზუგდიდს, რომელმაც მე დიდი ნდობა გამომიცხადა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ”-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ საახალწლო მიმართვაში.