ზუგდიდის მერია რუსთავი 2-ს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

0

ვეხმაურებით, გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფას ეხებოდა.

ინფორმაცია, რომელიც „კურიერის“ ეთერში გავიდა, არ შეესაბამება სიმრთლეს. გთავაზობთ რეალურ სურათს უფასო სასადილოსთან დაკავშირებით. ზუგდიდის მერია ტელეკომპანიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დარღვევაში ადანაშაულებს.

მერია მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-მა დაარღვია ქარტიის პირველი და მეთერთმეტე მუხლები, რაც ეთერში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშვებას და ინფორმაციის განძრახ დამახინჯებას გულისხმობს. მერია ეთიკის ქარტიას განცხადებით უახლოეს დღეებში მიმართავს.