ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

0

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ენმ-ს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ესწრებოდა, ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფაცაციამ  ხმაურის გამო რიგგარეშე სხდომა სამი საათით გადადო.

ზოდელავა ორი საკითხის – სოფელ რუხში სიმინდის ყანების შემოღობვას და განმუხურში გაზიფიცირების – ითხოვდა. მას ფაცაციამ უთხრა, რომ ამ თემებზე დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვის მერე ესაუბრათ, თუმცა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საკითხის დაუყონებლივ განხილვას ითხოვდა.