ზუგდიდში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისს განსაკუთრებულად აღინიშნება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ივნისს გამარჯვებულმა კომპანიამ სხვადასხვა ღონისძიების გამართვა უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც მერია 11 000-ზე მეტ ლარს გამოყოფს.

ბავშვთა დაცვის დღეს პატარები უფასო საბავშვო ატრაქციონებით ისარგებლებენ. მათ ასევე ჯამბაზის, „მიკი“ და „მინი“ მაუსების კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები გაართობენ. გარდა ამისა, პატარებს ზღაპრების წიგნებს აჩუქებენ და უფასო ნაყინით გაუმასპინძლდებიან.